weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემეს

18:06 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

წყალტუბოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ავტომობილში სხდებოდნენ.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ჟურნალისტსა და ოპერატორს ოთხი ადამიანი დაესხა თავს.

„ედიშერ მუშკუდიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჯგუფური თავდასხმა, ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მომხდარზე უმკაცრეს რეაგირებას ითხოვს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი და ოპერატორი ქუთაისის „ევექსის“ კლინიკაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის ცნობით, მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. შსს-ში აცხადებენ, რომ ერთი პირი იდენტიფიცირებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]