ღონისძიების სტუმრებისთვის სპეციალურად მოეწყობა პერფორმანსი 20-იანი წლების საქართველოდან, ასევე გაიმართება ელენე მაცხონაშვილისა და ნინო პაპიაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა „გააგრძელე, ისტორია...“ , რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ევროპულ არჩევანს ეხება. სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ფერაძის, გიორგი კვინიტაძის, კოტე აფხაზისა და სამი თაობის შალიკაშვილების იდეურ ჯაჭვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას გვიამბობენ.
წარმოდგენის დასრულების შემდეგაც ექსპერტი ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ვასილ კაჭარავა წაიკითხავს ლექციას თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“.
მუზეუმის ეზოში მოეწყოება ღვინოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებების სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენა და ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმში დაცული ექსპონატები.
სადღესასწაულო ღონისძიებებს ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გურჯაანში მასშტაბურად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, სადაც ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ გაცოცხლებული ეროვნული გმირები - ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი და კოტე აფხაზი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით იმართება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია