weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

13:49 პარასკევი, 24 მაისი 2019

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, ორსულობის დროისთვის გოგონა 16 წლის არ იყო, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით კი, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი დანაშაულია.

​შსს-ს ინფორმაციით, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება ბავშვის მამის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა. არასრულწლოვანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვანი დედის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბერში არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ შსს-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აცნობა, თუმცა მაშინ ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. შსს-ს ცნობით, გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან მიღებული შეტყობინება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება ერთ თანამშრომელს შეუწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]