weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საყდრისის კომიტეტიმა დავით გარეჯთან დაკავშირებით შს მინისტრს მიმართა

17:23 შაბათი, 25 მაისი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას განცხადებით მიმართა და სთხოვა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულ პერიმეტრზე 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, მიიღოს ადეკვატური ზომები შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

საყდრისის კომიტეტის განცხადებით, აზერბაიჯანული მედიის რამდენიმე გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 28 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დავით გარეჯში აპირებენ და ამისთვის რამდენიმე აქტივობაც აქვთ დაგეგმილი.

„სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნისთვის დაიწყო აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები სადავო ტერიტორიის მიმდებარედ. გარდა ამისა, კვლავ გადაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მიმავალი გზა და ტურისტებსა და მომლოცველებს არ ეძლევათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულად მონახულების საშუალება“, – აღნიშნულია შს მინისტრისადმი მიმართვაში.

საყდრისის კომიტეტის განცხადებით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი – იმ დროს, როცა საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივმა კომისიამ განაახლა მოლაპარაკების პროცესი და კონკრეტული შედეგები ცნობილი არ არის, მსგავსი ქმედებები შეიძლება მიმართული იყოს მოლაპარაკების პროცესის ჩაშლისკენ და ადგილზე სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

„დავით გარეჯში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გთხოვთ, 28 მაისს და მის შემდგომ დღებშიც უზრუნველყოთ საქართველოს საზღვრის დაცვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულ პერიმეტრზე და მიიღოთ ადექვატური ზომები, რათა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა სპეცსამსახურების მიერ ინსცენირებული პროვოკაციები“, – ნათქვამია საყდრისის კომიტეტის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]