weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახმეტაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

10:11 ორშაბათი, 27 მაისი 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის 101-წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები და ჩატარდა სპორტული აქტივობები.

ღონისძიების დაწყებამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა,ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლებმა და მოსახლეობამ, სოფელ მაღრაანში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის კაკო ბობოქაიძის, ხოლო სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

26 მაისს სოფელ ქვემო ალვანში აღინიშნა ბახტრიონის აჯანყების მონაწილე გმირის, ზეზვა გაფრინდაულის სახელობის სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“, სადაც საზეიმოდ გაიხსნა ზეზვა გაფრინდაულის ბიუსტი.

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]