weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნა

12:57 ორშაბათი, 27 მაისი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნა, რომლის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძეც იქნებიან.

როგორც ბესელიამ განაცხადა, პარტიის შექმნის გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მიიღო. მისი თქმით, სამართლიანობის იდეა დღესაც დასაცავია.

„სამართლიანობა იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის გამოც, თავის დროზე, მე და არაერთმა ადამიანმა მივიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება. ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა გაგვევლო ურთულესი 2004 და 2012 წლები“,– განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღეს არის აუცილებლობა, რომ ქვეყანა ორი ძალის პოლიტიკური ჭიდილიდან გამოვიდეს და შეიქმნას ახალი ძალა, რომელიც „ყველა ასპექტს, ყველა საკითხსა და სფეროს გადაწყვეტს სამართლიანობის იდეით“.

ეკა ბესელიას ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]