weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ

13:25 ორშაბათი, 27 მაისი 2019
ფოტო © ანა შეპკინა / imedinews.ge ფოტო © ანა შეპკინა / imedinews.ge

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ექვსი სკოლის მოსწავლეები იმყოფებიან.

„სოლიდარობას ვუცხადებთ მაღაროელებს. ვიდგებით მათ გვერდით, ვიდრე მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ. აქ დაახლოებით ექვსი სკოლაა მოსული. სკოლებიდან ბავშვების ნახევარზე მეტი აქ ვართ შეკრებილი“, – ამბობს მოსწავლე ტელეკომპანია „პირველთან“.

„რეგინფოს“ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნუგზარ მიროტაძემ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ 43-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და აქციაზე მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილი გავიდა.

მოსწავლეების გარდა აქციას შეუერთდნენ მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები.

„ყველა მშიერი დავრჩებით, თუ მაღაროელებმა არ იმუშავეს. აქ ვიქნებით, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მთელი ქალაქის მაღაზიები დახურულია, არ მუშაობს არავინ“, – განაცხადა აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ჭიათურაში 15 მაღაროელი შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. სამმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

 

ამ თემაზე:

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]