ექსკურსიაზე ბაკურიანის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
„მშობლები და ბავშვები ეკლესიაში იყვნენ შესულები. როგორც ჩანს, ბავშვი გამოეპარათ, რომელიც გალავანზე ავიდა, ფეხი დაუცდა და ე.წ. ქურუმთა დარბაზში ჩავარდა. ყოველთვის ვაფრთხილებთ მშობლებს, რომ ამ ადგილზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ“, – აცხადებენ მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციაში.
შემთხვევის შედეგად ბავშვს წვივის ძვალი და სახე დაუზინადა. ის გუშინ კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, საიდანაც უკვე გაწერეს.