აქციის მონაწილეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ თქმით, ძირითადად ვაშლის ბაღები დაესეტყვათ, უმრავლესობას კი მოსავალი დაზღვეული არ აქვს.
მაგისტრალთან შეკრებილ ხალხთან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზარალის ზუსტი ოდენობისა და მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ეს მერიის კომპეტენცია არ არის. ჩემი კომპეტენციაა, რომ გვერდში დავუდგე, ამათი გასაჭირი მივიტანო იქამდე, ვისაც ეს ეხება“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავთაშვილი და მისი მოადგილე შეხვდებიან. შეხვედრა მერიის შენობაში 16 საათისთვის არის დაგეგმილი.