weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზესტაფონში რკინიგზელი, რომელსაც საწყობში სავარაუდოდ რელსები დაეცა, გარდაიცვალა

22:42 ორშაბათი, 27 მაისი 2019
ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

ზესტაფონში, საწყობში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლობა გამოძიებასთან თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღძრა, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ზესტაფონში, „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში მუშაობისას ორი მამაკაცი - სახელოსნოს მჭედელი და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირი, დღეს დაშავდა. სავარაუდოდ, მათ რელსები დაეცათ. „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ ვარაუდობს, რომ საწარმოო შემთხვევა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]