weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

17:28 ორშაბათი, 27 მაისი 2019

26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში აღინიშნა. ღონისძიება, ჩოხოსანი ცხენოსნების მსვლელობით დაიწყო, ხოლო სტუმრებს, ძველი ქართული კინოფილმების პერსონაჟებმა უმასპინძლეს.

პარკის ტერიტორიაზე ღვინოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენა, ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმში დაცული შემდეგი ექსპონატების გამოფენა მიმდინარეობდა: ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, „წყალობის სიგელი“, ჯანდიერისეული ნივთები, მოვერცხლილი ხანჯალი, ზატიკი, არქეოლოგიის სტენდი, პარაკლიტონი და სხვა.

შალიკაშვილების სახელობის ქართულ სამხედრო მუზეუმის ეზოში კი ელენე მაცხონაშვილისა და ნინო პაპიაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა „გააგრძელე, ისტორია...“ გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ევროპულ არჩევანს ეხებოდა. სპექტაკლში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ფერაძის, გიორგი კვინიტაძის, კოტე აფხაზისა და სამი თაობის შალიკაშვილების ისტორია ერთი მთავარი იდეისთვის იყო გაერთიანებული - ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ექსპერტმა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ვასილ კაჭარავამ, ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“, რომელიც სპეციალურად, დამოუკიდებლობის დღისთვის იქნა მოწვეული.

სადღესასწაულო ღონისძიებები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიებებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი დღიდან 101 წელი გავიდა. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღეს დადგმულ სპექტაკლში მოგვევლინნენ, მოვედით დღევანდელ დღემდე. თავისუფლება, თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი მონაპოვარი და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ყველა ერთად დღევანდელ დღეს გამთლიანებულ საქართველოში აღვნიშნავთ“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით გაიმართა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]