საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
„დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებს საავტომობილი გზების დეპარტამენტი.
რიკოთის გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარეობს.