weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო გახსნა

14:07 სამშაბათი, 28 მაისი 2019

2019 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, შპს „ნოვამ“ განახლებული საწარმო გახსნა. საწარმოში 10 ათას ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და პოლიეთილენის სხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროექტისთვის თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს.

„ნოვა“ აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან „ქეშ ბექის“ სახით დაიბრუნებს.

კომპანია „ნოვა“ ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის, პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ“ დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]