ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიმავალ გზაზე აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იქ ქართველ მესაზღვრეებთან ერთად აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც იდგნენ. მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს არ აქვთ.
დავით გარეჯში იმყოფებოდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
„მე საქართველოს შვილი ვარ და სადაც არის ქართველი ხალხი, იქ უნდა ვიყო. მართალია, მე ჩემი ბრძოლა და ტკივილი მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიქნები იქ, სადაც ქართველი იქნება. დავით გარეჯი საფრთხის წინაშე არ იქნება, სანამ ასეთი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს არ უნდა უწევდეთ დავით გარეჯის დაცვა, ხელისუფლებამ ისინი ამ დღეში არ უნდა ჩაყაროს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
დავით გარეჯში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავით გარეჯში ახალგაზრდები ღონისძიების გამართვას აპირებდნენ. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოების წარმოება.
ამ თემაზე:
მზად ვარ გარეჯის თემაზე შუამავალი ვიყო და გადავწყვიტო ეს საკითხი – სააკაშვილი