weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეც ვაპირებ 1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო – ზურაბიშვილი

10:13 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საქართველოს პრეზიდენტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.

​„ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]