ესპანური მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მცირეწლოვანი, ისე რომ ვერავინ შენიშნა, ქარმა და ტალღებმა ზღვის სიღრმეში გაიტაცეს. მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნაპირიდან 200 მეტრში იპოვეს და გამოიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ბარსელონაში.