weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა

12:51 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარდაცვლილები ადგილობრივი სკოლის მასწავლებლები - 1942 წელს დაბადებული კაცი და 1951 წელს დაბადებული ქალი არიან. ბუნებრივმა აირმა სავარაუდოდ სახლის პირველ სართულზე გაჟონა, სადაც მათ ეძინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]