weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტაში ცოლის ცემასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

13:07 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელსაც ბრალად მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა ედებოდა. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს კ.ღ. ახმეტის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს, ა.ხ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც უყვიროდა, რომ არ აცოცხლებდა. სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ორი დღის შემდეგ კ.ღ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. 

სამართალდამცველებმა კ.ღ 2018 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]