ტელევიზიას საკუთარმა წყარომ აცნობა, რომ მანველიძე თანამშრომლების თვალწინ დააკავეს, რასაც განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაშიც, საიდანაც პოლიციამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და კიდევ 4 თანამშრომელი წაიყვანა.
აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რის შესახებ გაკეთდება განცხადება.