weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

17:57 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019
ფოტო © 1tv.ge ფოტო © 1tv.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ ავტოავარიის საქმეში ბრალდებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლის განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მასალებით კვირიკაშვილის ბრალეულობა ვერ დადასტურდა.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

რამდენიმე თვის წინ, ავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედამ, ნანა თოდუამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვდა. მისი თქმით, კვირიკაშვილი წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც.

„დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tiida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას“, - წერდა ნანა თოდუა.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.

შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

მოსამარლთის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებსებს და საქმეში არასებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]