weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნანა კოსტავა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდან გარიცხეს

13:52 პარასკევი, 31 მაისი 2019

ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც სოციალურ ქსელში არაეთიკური განცხადებები გააკეთა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან გარიცხეს.

საბჭომ რიგგარეშე საგანგებო სხდომა დღეს გამართა და ნანა კოსტავას გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე ხმათა უმრავლესობით საბჭოს მდივნად ანა შალიკიანი იქნა არჩეული.

„ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებებს და ქმედებას. ამ დიდი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, ბენეფიტების „დაწერა“ მიმაჩნია პოლიტიკურად ამორალურად“, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში საბჭო 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, იგი 20 წევრით იყო დაკომპლექტებული და მასში საკრებულოს ოთხივე ქალი დეპუტატი იყო გაწევრებული.

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარე იყო. ფრაქციის წევრთა მოთხოვნით მან ეს თანამდებობა დღეს დატოვა, თუმცა საკრებულოს წევრის მანდატზე უარი არ უთქვამს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არ იყო ცნობილი.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]