weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა

14:19 პარასკევი, 31 მაისი 2019

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა. კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, შესაძლოა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის მოთხოვნით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომა 14:30 საათზე განახლდება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ, კირკიტაძეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია. ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]