weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება – პრემიერი

18:02 პარასკევი, 31 მაისი 2019

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ადამიანების გულის მოსაფხანად დამატება შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს სია კონკრეტული შედეგისთვის გვჭირდება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის მოქალაქეების შეყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ იმ ადამიანების ბრალეულობის სტანდარტი, რომლებიც სიაში შევლენ, ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარების საშუალება ჰქონდეს.

„პარლამენტში, მათ შორის თქვენი მონაწილეობით მხარდაჭერილი რეზოლუცია გულისხმობს, რომ ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ან უკვე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. თუ ადამიანი მსჯავრდებული ან ბრალდებულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მოქალაქეა. თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული ამ სიაში. ასეა? ასე, რომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ. ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა შევიდეს ამ სიაში. რატომ, რისთვის გვინდა, სიაში ადამიანების შეყვანა? რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს?! ჩვენ ხომ საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარება. შესაბამისი ორგანოები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს ამ სიის გაფართოება. იქნება მაღალი სტანდარტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მეგობრებს, გაატარონ ეს სანქციები რეალურ ცხოვრებაში. სხვანაირად, თუ გულის მოფხანა გვინდა, რომ სიაში უბრალოდ ჩავწეროთ ადამიანები და მერე არაფერი მოხდეს, ეს საქმეს არ მოიტანს. ჩვენ ეს სია გვინდა კონკრეტული შედეგისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. სიაში 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]