weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ავტომობილისა და მოტოციკლის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება

11:04 შაბათი, 01 ივნისი 2019

A1 ქვეკატეგორიის (მსუბუქი მოტოციკლი) და B კატეგორიის (ავტომობილი) სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.

შსს-ს განმარტებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება.

„იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

საქართველოში დღეისთვის მოქმედი ქულათა სისტემის მიუხედავად, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს მიერ მომზადებული ცვლილებებით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის-ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]