weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის შალვა თადუმაძეც არის

11:35 შაბათი, 01 ივნისი 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძეც მონაწილეობს. სია, რომელშიც სულ 144 განმცხადებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა 11 მაისს დაიწყო. ვაკანსიაზე მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება კი გუშინ, 31 მაისს დასრულდა.

კონკურსი ხელახლა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იანვარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ, პარლამენტს მიმართეს, მათი კანდიდატურები არ განეხილა.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი.

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე ის სამი თვის განმავლობაში, 2018 წლის აპრილიდან ივლისამდე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]