weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაუწმენდავი რიონის გამო ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის გემმა მოგზაურობა შეწყვიტა

15:46 შაბათი, 01 ივნისი 2019
ფოტო © ქუთაისი პოსტი ფოტო © ქუთაისი პოსტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებულმა გემმა „არგომ“ მოგზაურობა მოულოდნელად შეწყვიტა. ნიშნიანიძის თქმით, ეკიპაჟის წევრებმა გზის გაგრძელება მდინარე რიონის გაუწმენდავი კალაპოტის გამო ვეღარ შეძლეს.

„არგო“, რომელმაც მოგზაურობა გუშინ ფოთიდან დაიწყო, 2 ივნისს ვანში უნდა ჩასულიყო. ნიშნიანიძემ პირველ არხთან განაცხადა, რომ შესაძლოა გემი დანიშნულების ადგილზე სხვა ტრანსპორტით წაიღონ.

„ეს იყო პერფორმანსი, რომელიც გამოვიდა და თავისი მისია შეასრულა“, – ამბობს ყოფილი დეპუტატი.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კალაპოტის გაწმენდასა და რიონზე ტურისტული მარშრუტების განხორციელებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ომარ ნიშნიანიძემ და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა „არგო“ ორ თვეში ააგეს. მათი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლება იყო. ნიშნიანიძის თქმით, ექსპედიცია ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35-ე წლისთავს მიუძღვნა, რომელმაც „1984 წელს ჩაატარა სამეცნიერო ექპერიმენტული ექსპედიცია და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ მითი არგონავტების შესახებ რეალური ისტორიაა“.

ომარ ნიშნიანიძემ 2013 წელს, როდესაც ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა, საპორტო ქალაქად იქცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]