შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღუდის ხეობაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მფრინავის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
რამდენიმე დღის წინ, გუდაურში პარაპლანით ფრენისას მაღალი ძაბვის ხაზებს ჩამოეკიდნენ. მაშინ მფრინავიც და ტურისტიც გადარჩნენ.