weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს და 6 მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა

01:09 კვირა, 02 ივნისი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. იაფი სახლის საქმეზე დაკავებულ ბათუმის ყოფილ მერს, მოქმედ ვიცე-მერსა და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების პროტეტსი მოჰყვა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 31 მაისს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა.

დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ასევე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მუნიციპალური პროექტის „იაფის სახლის“ ტენდერში, 2015 წელს, კომპანიას უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა და გაფლანგეს მილიონ 300 ათას ლარზე მეტი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]