სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოგვიანებით დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.