weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

თბილისში, ჟვანიას მოედანთან წყლის ცენტრალური მილი გასკდა და გზა ჩაინგრა

10:46 ორშაბათი, 03 ივნისი 2019
ფოტო © ინტერპრესნიუსი ფოტო © ინტერპრესნიუსი

ბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილი გასკდა, რის შედეგადაც გზა ჩაინგრა. მომხდარის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ორი ავტომობილი კი ორმოში ჩავარდა.

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, ნაწილს კი 24 საათის განმავლობაში აღუდგება.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, ვისაც ზიანი მიადგა, მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს“, – განაცხადა ბაბუხადიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]