weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა იანვარ-მაისში 6%-ით გაიზარდა

11:31 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33.6 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემების თანახმად, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322 835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2 972 733) და პოლონეთი - 18% (1 540 182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46 254), ისრაელი - 72% (131 184), ლიეტუვა - 57% (270 564), ბელარუსი - 47% (680 906), ესტონეთი - 33% (287 582), ნიდერლანდები - 27% (42 380), კანადა - 26% (76 860), მონღოლეთი - 22% (106 452), გერმანია - 9% (274 721), რუსეთი - 5% (21 372 581) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21 372 581), უკრაინა (3 080 562), ჩინეთი (2 972 733), პოლონეთი (1 540 182) და ყაზახეთი (1 223 256).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6 047 911 ბოთლი (ზრდა 6%), „მუკუზანი“ – 1 957 553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1 509 961 (ზრდა 10%), „ახაშენი“ – 638 878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402 802 (ზრდა 43%)“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]