weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება

14:27 ორშაბათი, 03 ივნისი 2019
ფოტო 30 მაისის აქციიდან ფოტო 30 მაისის აქციიდან

ქუთაისის მერიასთან დღეს აქცია გაიმართება, სადაც მოითხოვენ, საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს. აქცია 17:30 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების განცხადებით, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები დამამცირებელ, დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ შინაარს ატარებს.

„ნანა კოსტავა არა ხალხის მიერ, არამედ პროპორციული სიით არის არჩეული. ჩვენ არ გვინდა ნანა კოსტავა საკრებულოში. მოვუწოდებთ, დაწეროს განცხადება და დატოვოს საკრებულო.

აქვე მოვუწოდებთ მის კოლეგებს საკრებულოში, დააფიქსირონ მათი პოზიცია კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ნანა კოსტავას წინააღმდეგ აქცია 30 მაისსაც გაიმართა. მეორე დღეს მან ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, თუმცა დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს. როგორც კოსტავამ განაცხადა, საკრებულოდან წასვლის თაობაზე განცხადებას დღეს დაწერდა, რაც, მისივე განმარტებით, „ამომრჩეველთა მოთხოვნით“ გადაიფიქრა.

„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე, ეს მიკვირს მე. მეორე საკითხი – ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა.

როგორც გაირკვა, მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]