weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამბროლაურში დაკარგული ნიკო ჯელაძის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

14:41 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავთან არსებულ ტყეში დაკარგული 23 წლის ნიკო ჯელაძის სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე ლუხუნის ხეობასა და მთებში ახორციელებენ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია ნიკო ჯელაძის საძიებო და სამძებრო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებენ. საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ნიკო ჯელაძეს 12 დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]