weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

17:30 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს 82 წლის მასწავლებელი, რომელსაც 13 წლის მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსწავლემ მასწავლებლის საუბარი ფარულად ჩაიწერა, რაც ადასტურებს, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად იყო.

„თავის განვლილ ცხოვრებას უყვებოდა, თუ როგორ ჰქონდა ოდესღაც სექსუალური ლტოლვა მეშვიდე კლასის მოსწავლესთან. მას ადარებდა და ეუბნებოდა, შენსავით ლამაზი იყო, როგორც შენ შემიყვარდი, ისე მიყვარდაო. ფულიც აჩუქა, რომელიც ამოღებულია და გადაცემულია პოლიციას“, – ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება 27 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.

„გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არიან როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]