როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, ნოდარ ზურაბაშვილმა უთხრა, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები იყვნენ. ადგილობრივებისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შელაპარაკება მოუვიდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.