weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამცხე-ჯავახეთში საქონლის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

17:45 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ჰ.მ., 1998 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული რ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.

„სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოექსის 177-ე მუხლის მე-2 „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]