weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სუბიექტების ანგარიშგების პორტალის ბმული განთავსდა

18:27 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე სუბიექტთა ანგარიშგების პორტალის ბმული - https://reportal.ge განათავსდა.

ბიზნესის რეგისტრაციის ბლოკში - https://napr.gov.ge/pol აღნიშნული პორტალის ბმულის განთავსება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა.

დაინტერესებულ პირებს ერთ ელექტრონულ სივრცეში შეუძლიათ, გაეცნონ არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებულ მონაცემებს, არამედ სუბიექტთა ანგარიშგების პორტალზე განთავსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

ანგარიშგების პორტალი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიქმნა და ბიზნესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებისათვის აღნიშნულ უწყებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]