weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

1-ლი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

12:26 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო დილის 6 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამის მიზეზი მეტროში ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.

„მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამშაოები არ წარმოებულა. დაახლოებით 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი ახალი, თანამედროვე, ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში მთლიანად დამთავრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]