weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს – ადვოკატი

13:24 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოიწურა და იგი თურქმა სამართალდამცველებმა გაათავსუფლეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველომ თურქეთს კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარუდგინა ბრალდებულის ექსტრადიციისთვის საჭირო არგუმენტები.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ლავასოღლი გათავისუფლებულია და ეს გადაწყვეტილება თურქეთის სახელმწიფომ მიიღო. თავიდანვე ვამბობდით, რომ ის უკანონოდ იქნა დაკავებული და 6 თვის განმავლობაში ტყუილად მოუწია შესაბამის დაწესებულებაში ყოფნა“, – განაცხადა კობაიძემ.

მინდია გორაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აქამდეც რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ცნობებს საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პროკურატურაში ამჯერადაც ირწმუნებიან, რომ მინდია გორაძის საექსტრადიციო პროცესი გრძელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდია გორაძე ტრაპიზონში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]