weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Freedom House: საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა

14:13 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, სარა რეპუჩმა განაცხადა.

Freedom House-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული. როგორც სარა რეპუჩი აცხადებს, საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს, თუმცა კვლავ არის გამოწვევები და მათ შორის ორი უმთავრესი გამოწვევა ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობაა.

„ჩვენი რეიტინგებით, საქართველო ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, – აცხადებს სარა რეპუჩი.

რაც შეეხება, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი - საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.

ამ ანგარიშში საქართველოს მედია მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა და ანგარიში ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას. მცირედი უკუსვლის მიზეზებს შორის, კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და გავლენა სახელდებოდა.

„დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ“, – ნათქვამია ანგარიშში „თავისუფლება და მედია, 2019“ .

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]