weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცივი იარაღის გაყიდვასა და უკანონოდ ტარებაზე რეგულაციები მკაცრდება – შსს

14:49 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019
ფოტოზე ბექა დოჭვირი ფოტოზე ბექა დოჭვირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტით, ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, დღეს არსებული რეგულაცია ცივი იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია.

„ჩვენ შევისწავლეთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და ვთვლით, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები ცივი იარაღის მიწოდებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მისი გაყიდვა მაგალითად, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბავშვის სათამაშოებთან ერთად. შესაბამისად,

იქნება ლიცენზია. მისი საფასური იქნება ძალიან მცირე - 100 ლარის ოდენობით. დაწესდება რეგულაციები, კონკრეტულ ადგილებზე და შენობებზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ პირმა შეძლოს ცივი იარაღით ვაჭრობა.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ, რომ მეწარმეები, რომლებიც დღეს ახორციელებენ ცივი იარაღის რეალიზაციას, დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი და კანონპროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებთან მიმართებაში მოხდეს ადაპტირება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

რაც შეეხება ცივი იარაღის ტარებას, ბექა დოჭვირის ინფორმაციით, სანქციები ამ მიმართულებითაც გამკაცრდება.

„დღეს თუ იყო, რომ ორი ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაეწერა სამართალდამცველ უწყებას პირისთვის, რომ შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა, შეიცვლება. პირი, როდესაც ერთხელ ჩაიდენს ასეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში მეორეჯერ აღმოვუჩენთ ცივ იარაღის უკანონოდ ტარებას, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აგრეთვე თავისუფლების აღკვეთა თუ იყო 6 თვის ვადით, სანქცია გაიზარდა და იქნება 1 წლის ვადით. 

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, მას შემდეგ რაც კანონპროექტი იქნება მიღებული. აქვე ცალსახად მინდა აღვნიშნო, ეს რეგულაციები არ შეეხება, საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს, ანუ ისეთ ცივ იარაღს რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ანუ ახალი რეგულაციები შეეხება ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები ატარებენ, რომ სხვებს მიაყენონ ზიანი. მაგალითად, სლენგი რომ ვიხმაროთ, ე.წ. ბაბოჩკა დანები, ფიქსატორიანი დანები, რომლებიც თავისი დანიშნულებით არ გამოიყენება რაიმე სამეურნეო დანიშნულებით, ან მას არ გააჩნია სუვენირული დანიშნულება“, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამჟამად პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]