weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თელავსა და სენაკში მრავალპროფილური ფსიქიატრიული ცენტრები აშენდება

16:31 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019
ფოტოზე ლაშა კილაძე ფოტოზე ლაშა კილაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა, რომ თელავსა და სენაკში მრავალპროფილური ფსიქიატრიული ცენტრების მშენებლობაა დაგეგმილი. კილაძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ფსიქიატრიულ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება, რასაც სჭირდება კონკრეტული რეაგირება, სერვისების გაფართოებისა და ხელმისაწვდომიბის ზრდის კუთხით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულებების საწოლფონდი არის სრულად ათვისებული.

ამ მიმართულებით საქართველოში რეგისტრირებული საწოლფონდი 1300-მდეა, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი უჭირავთ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებიც მიზეზთა გამო იმყოფებიან ამ ინსტიტუციებში, თუმცა აქტიურ სამედიცინო ინტერვენციებს არ საჭიროებენ“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, ფსიქიატრიული ცენტრები, რომლებიც თელავსა და სენაკში აშენდება, არ იქნება მხოლოდ სტაციონარული დაწესებულება.

„აქ იქნება თემზე დაფუძნებული სერვისებიც, ამბულატორიული სერვისებიც, კრიზისული ინტერვენციის ცენტრიც შეიძლება ამუშავდეს. ეს არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რამდენადაც კახეთში სტაციონალური ცენტრი არ არსებობს და იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც. ამდენად, ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მონოპროფილური ცენტრი. დღეს, საქართველოში, ფსიქიატრიული სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.

ის სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – აღნიშნა კილაძემ.

როგორც ლაშა კილაძემ თქვა, ფსიქიატრიული ცენტრების მშენებლობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება.

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის მარტში დაანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]