ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.