weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზელენსკიმ სუსლიაკების 10 შვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ჯგუფი გამოგზავნა

13:08 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის დავალებით, ბავშვა უფლებების საკითხებში მისი წარმომადგენელი ნიკოლაი უკლება თბილისში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სუსლიაკების ოჯახის 10 ბავშვის უკან, სამშობლოში დაბრუნებაა.

ნიკოლაი უკლება საქართველოს პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ბავშვები დროებით ოჯახებში იმყოფებიან, ხოლო მათი დედა - იულია სუსლიაკი პატიმრობაშია. ის და მისი ქმარი ბავშვებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ნიკოლაი უკლებას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება იმისთვის, რომ ბავშვები უკრაინაში დააბრუნონ. თბილისში ასევე იმყოფება ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაციაში ბავშვთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელიც, რომელიც უფლებამოსილია, ბავშვები უკრაინაში გადაიყვანოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სუსლიაკების ოჯახი ხმელნიცკის ოლქში ცხოვრობდა. 2018 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, სუსლიაკები რუსეთში გადავიდნენ, სადაც დაახლოებით ერთი წელი იცხოვრეს, შემდეგ კი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, სავარაუდოდ, საიმიგრაციო რეჟიმის დარღვევის გამო. აფხაზეთში პირველი იური სუსლიაკი გაემგზავრა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოჭის გავლით მოხვდა, რითიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია. ამის გამო მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იულია სუსლიაკი კი ბავშვებთან ერთად ჯერ თბილისში გაემგზავრა, იქიდან კი ზუგდიდში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იულია სუსლიაკი ათ შვილთან ერთად, საიდანაც 7 ერთი წლის განმავლობაში, სუროგატი დედებისგან ეყოლა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. ის ქუთაისში, 25 აპრილს დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკების საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]