შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოზარდების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღეს და მას შემდეგ საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.