weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ახალქალაქში მძღოლის დაჯარიმების დროს პატრულსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა

19:50 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

ახალქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, სამართალდამცველები ორი მამაკაცის დაკავებას ცდილობენ, რომლებიც მათ წინააღმდეგობას უწევენ.

კადრების მიხედვით, ინციდენტში კიდევ რამდენიმე მოქალაქე მონაწილეობს. ისინი პატრულის თანამშრომლებს ორი პირის დაკავების საშუალებას არ აძლევენ. ერთ-ერთი, ვის დაკავებასაც ცდილობდნენ, ინციდენტის დროს შეუძლოდ გახდა.

სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტი პატრულის მიერ მოტოციკლის მძღოლის გაჩერებით დაიწყო. მათი თქმით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან გაჩერდა და იკითხა, რაში იყო პრობლემა.

„პოლიციელებმა მას უთხრეს, გზა გაეგრძელებინა, თუმცა, მძღოლი არ წასულა (ბიძამისი იქვე ცხოვრობს), კიდევ რაღაცას ეკითხებოდა მათ. ამის შემდეგ ის ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან და ცემა დაუწყეს“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს იქვე მცხოვრები ბიძა გამოექომაგა, რის გამოც მისი დაკავებაც დაიწყეს. ახალგაზრდის ბებია ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა მის შვილიშვილს სცემეს და შუბლზე პისტოლეტი მიაბჯინეს.

ამ დროისთვის ორივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლების საფუძველზე.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ჯარიმის გამოწერის დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა მძღოლს მხარი დაუჭირა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეწინააღმდეგა. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს“, – უთხრეს Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]