გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
„დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.