weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასპინძაში ავტოავარიის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა

11:12 პარასკევი, 07 ივნისი 2019

ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 6 ივნისს, საღამოს მოხდა. ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ახალგაზრდები ე.წ. ოდისების ტერიტორიიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.

„პირველადი დათვალიერებით, დაშავებულ მამაკაცს აღენიშნება ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]