როგორც აჭარის ტელევიზიას გარდაცვლილის დედამ განუცხადა, ეს ვარაუდი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც წერილი იპოვეს. დედის თქმით, წერილი და შვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი სამართალდამცველებს გადასცა. ის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.