ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მეზობლებს შორის კონფლიქტი გახდა. ამ დროისთვის დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.